ქუთაისი, მუსხელიშვილის N1ა | ტელ: (+995) 0431-29-54-81

აუტიზმი XXI საუკუნის აქტუალური პრობლემა

აუტიზმი შედარებით ახალი და საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი პრობლემაა. ამასთან სტატისტიკურად სწრაფად მზადი.
ამერიკაში 2012 წლის მონაცემებით, ყოველი 88 ბავშვიდან ერთი აუტისტია. უფრო ხშირია ვაჟებში 54 დან 1 აუტისტი. პირველად აუტიზმი აღწერა ლეო კანერმა 1943.
აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულერბივ თავს იჩენს ბავშვის დაბადებიდან პირველი 3 წლის მანძილზე და თან სდევს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. შემთხვევათა 20% მშობლები აღნიშნავენ ბავშვის ნორმალურ განვითარებას 2 წლის ასაკამდე.
სარწმუნო კვლევებით დადასტურებულია რომ დაავადების ადრეული ამოცნობა 2 წლის ასაკამდე და დროული ჩარევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსავალს. ორჯერ იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ახერხებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას. ამდენად, აუტიზმის დროულ ამოცნობას ბავშვებში ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა, აუცილებელია საზოგადოების, მშობლების ინფორმირებულობის ამაღლება ამ პრობლემის მიმართ.
არავინ იცის აუტიზმის ნამდვილი გამომწვევი მიზეზი მაგრამ ცხადია ასეთ ადამიანებს ტვინი განსხვავებულად უნვითარდებათ. მის შესახებ არასაკმარისი ცოდნის გამო, მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობაც რთულია. დიაგნოზის დასმა მხოლოდ ქცევაზე დაკვირვებითაა შესაძლებელი.
და მაინც, რა არის აუტიზმი ნიჭი თუ დაავადება? რა თქმა უნდა აუტიზმი ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს გონებრივ ჩამორჩენილობას და გონებრივ   განუვითარებლობას. მსოფლიო იცნობს წარმატებულ და გენიოს აუტისტებს. ბევრ აუტისტს შეიძლება აღმოაჩნდეს განსაკუთრებული ნიჭი: იყოს კარგი მხატვარი, მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე, პოლიგლოტი(მრავალი ენი სმცოდნე) და ა.შ.
გამოვლინების მიხედვით აუტიზმი მრავალფეროვანია. პირველი ნიშანი, რომელსაც მშობელი ყურადღებას აქცევს არის ის რომ 1,5 წლის ბავშვი არ ლაპარაკობს და არც უფროსების ლაპარაკს აქცევს ყურადღებას.
არსებობს აუტიზმის მოდიფიცირებული საკონტროლო კითხვარი რომელიც ივსება 1,5 წლის ასაკიდან მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციოს და ბავშვი აჩვენოს პედიატრს, ან ნერვოლოგს, თუ მისი შვილი:
○ არ ინტერესდება სხვა ბავშვებთან თამაშით
○ უხეშად ექცევა და–ძმებს, ან სხვა ბავშვებს
○ არ სიამოვნებს ხელში აყვანა, ჩახუტება ან კოცნა
○ რეაქცია არ აქვს მშობლების სახლიდან გასვლაზე ან შინ დაბრუნებაზე
○ არ ინტერესდება გარემოთი
○ გაურბის თვალით კონტაქტს
○ მისათითებლად იყენებენ სხვის ხელს
○ ასრულებს ერთი და იგივე მოძრაობას
○ სიტუალურ მოქმედებას: აშტერდება მბრუნავ ან მოციმციმე საგნებს, იქნევს ხელებს, ტრიალებს
○ არ ინტერესდება სათამაშოებით, მაგრამ მოინუსხება ერთი რაიმე საგნით, ან სათამაშოს ერთი დეტალით, მაგალითად: მანქანის ბორბლით და ა.შ.
○ ჭამს საკვებად გამოუსადეგარ ნივთებს
○ ატრიალებს ან აქნევს საკუთარ ხელებს თვალებთან
○ ასრულებს თვით დამაზიანებელ ქცევებს: კბენს საკუთარ სხეულს, რიტმულად ურტყამს თავს, ○ მაგრამ არ გამოხატავს ტკივილს.