ქუთაისი, მუსხელიშვილის N1ა | ტელ: (+995) 0431-29-54-81

ბალნეო–რეაბილიტაციური განყოფილების ინფორმაცია

თანამედროვე მსოფლიოში აქტიურად დგას ტოქსიური გამიონაყოფებით დაბინძურებული ჰაერის,სასმელი წყლის და გენმოდიფიცირებული

პროდუქტების პრობლემები,რაც ყველაზე მეტად აზიანებს ძვალ–სახსროვან და ნერვიულ სისტემებს,იმუნიტეტს,სასუნთქ სისტემას.

მკურნალობის აღდგენით პერიოდში ნარჩენი მოვლენების საბოლოო ასალაგებლად ძალიან ეფექტურია ფიზიო–პროცედურების ჩატარება. სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში “გგ” ტარდება ფიზიო პროცედურები ულტრაბგერის და ფონოფორეზის თანამედროვე აპარატურებზე, ასევე მასაჟოთერაპია : წყალქვეშა მასაჟი,აღდგენითი აქტიური,წერტილოვანი და მოსადუნებელი. ბალნეო–რეაბილიტაციურ პროცედურებს ვატარებთ ზღვის მარილის თბილი აბაზანებით (წყალი თბება 36-37°, შეიცავს სხვადასხვა მცენარეულ შენარევებს) . მსოფლიოში უნიკალური მაგნიტური ქვიშის ცხელი პროცედურები (ქვიშა თბება 45-55° და აქტიურდება ულტრაიისფერი სხივებით) დადებით გავლენას ახდენს მთელი ორგანიზმის დაცვის უნარიანობაზე.

ფიზიო პროცედურები ძალიან აქტიურია რაქიტის(ძვლების სისუსტე),ჰიპოტროფიის(სიმჭლე) მკურნალობაში. ასევე ნერვების და სახსრების ანთებების,რევმატიზმის,ალერგიის და ოსტეოქონდროზის დროს.