ქუთაისი, მუსხელიშვილის N1ა | ტელ: (+995) 0431-29-54-81

გრიპის ვაქცინა

სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებები, მათ შორის ყველაზე ხშირი და ნაცნობი ე.წ. “გაცივება” და გრიპი მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა. ის უამრავი სამუშაო და სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზია და ხშირ შემთხვევებში სიცოცხლისათვის საშიშ გართულბებსაც იწვევს.

სასუნთქი სისტემის მწ. ვირუსული დაავადებები წლის ნებისმიერ სეზონზე გვხვდება, მაგრამ ყველაზე ხშირი შემოდგომა – ზამთარში და გაზაფხულზეა. დაავადებების გავრცელება ხდება ავადმყოფ ადამიანთან კონტაქტით, გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით : ხველების, ცემინების, ლაპარაკის გზით ან კონტაქტური გზით (დაბინძურებული ხელებით, სხვადასხვა საგნებით).

დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს მცირე ასაკის ბავშვებში, ქრ. დაავადებების მქონდე პირებსა და 65 წ. გადაცილებულ ადამიანებში, ორსულებში. დაავადების მიმდინარეობისას სიმძიმე დამოკიდებულია ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. ავადმყოფობის მკურნალობის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია დაავადების პროფილაქტიკა. ყველაზე თანამედროვე და მსოფლიოში აპრობირებული ეფექტური საშუალებაა ვირუსის წინააღმდეგ – გრიპის საწინააგმდეგო ვაქცინა. ის მზადდება ყოველწლიურად და მის შემადგენლობაში შედის ის შტამები, რომელთა არსებობაც მოცემულ სეზონზეა პროგნოზირებული.

მრავალი წელია ჩვენს კლინიკაში სექტემბერ–ოქტომბრის თვიდან იწყება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ფრანგული ვაქცინით.

ის სასურველია 6 თვიდან ყველა ასაკის ადამიანისთვის , მაგრამ პირველ რიგში იმ კატეგორიის მოსახლეობისათვის, ვინც განეკუთვნებიან მომატებული რისკის ჯგუფს : 

• ბავშვები და მოზარდები 6 თვ–დან  18 წ–მდე

• ორსული ქალები, ორსულობის 2-3 ტრიმესტრში

• 65 წელზე უფროსი პირები

• სასუნთქი და გულ–სისხლძარღვთა დაავადების მქონე ავადმყოფები

• ქრ. თირკმლის უკმარისობის დაავადების მქონე ავადმყოფები 

• შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები 

• იმუნოდეფიციტის მქონე ავადმყოფები (შიდსი, სისხლის ავთვისებიანი დაავადებები)

გრიპის საწინააღმდეგო აცრა კეთდება წელიწადში 1 ჯერ, იმუნიტეტის განვითარება ხდება აცრიდან 14 დღეში.

აცრის უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა ქათმის ცილის მიმართ, აცრის მომენტში რომელიმე დაავადების მწვავე გამოვლინება ან ქრ. დაავადების გამწვავება.