ქუთაისი, მუსხელიშვილის N1ა | ტელ: (+995) 0431-29-54-81

იმუნიზაცია

     სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში შ.პ.ს “გგ” ფუნქციონირებს იმუნიზაციის კაბინეტი. გეგმიურ იმუნიზაციასთან ერთად საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს ბრძანებით მიმდინარებს წ.წ.ყ(წითელა, წითურა, ყბაყურა) მასიური იმუნიზაცია აუცრელ ან არასრულად აცრილ ადამიანებზე, 7 დან – 30 წლის ჩათვლით.
     წითელა არის ბავშვთა ინფექციური დაავადება, რომელიც გადამდებია აუცრელ და დაავადებაგადაუტანელი პირებისათვის ყველა ასაკში, განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს მოზრდილ ასაკში. შეიძლება გართულდეს ვირუსული ფილტვების ანთების და ენცეფალიტით(თავის ტვინის ანთებით)
    წითურა განსაკუთრებით სახიფათოა გოგონებისათვის ფეხმძიმობის პერიოდში, შეიძლება გამოიწვიოს აბორტი ან ნაყოფის დაზიანება და თანდაყოლილი მანკები.
    ყბაყურა ბიჭებში და მამაკაცებში იწვევს სათესლე პარკების ანთებას, ე.წ ორხიტს რაც შეიძლება მომავალში უშვილობის მიზეზი გახდეს.

   მობრძანდით აცრაზე, რათა თქვენი შვილები იყვნენ დაცულნი ინფექციური დაავადებებისგან.