ქუთაისი, მუსხელიშვილის N1ა | ტელ: (+995) 0431-29-54-81

მშობლების საყურადღებოდ!

რატომ ჭამენ ბავშვები ცუდად და ღირს თუარა ძალდატანება
მშობლებს ხშირად ეჩვენებათ რომ მათი შვილები არაფერს ჭამენ. სინამდვილეში არ შეიძლება, ჯანმრთელ ადამიანს ჭამის სურვილი გაუქრეს. თუ ბავშვი არ ჭამს, ის შესაძლოა გარემოს, დღის რეჟიმის ცვლილების, ავადმყოფობის, კვებათა შორის სასუსნავის მიღების ბრალი იყოს.
– როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ჭამაზე უარს ამბობს? ვაიძულოთ?
მოდი ყურადღებით განვიხილოთ ვითარება და ის დღე გავიხსენოთ როდესაც ბავშვმა ნორმალურად ჭამა შეწყვიტა. ამას შესაძლოა ჰქონდეს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიოლოგიური მიზეზებიც:
    ასაკთან ერთად გემოვნების ცვლილება. ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია არ შეიძლება ბავშვს წლების განმავლობაში ერთი და იმავე კერძი უყვარდეს;
   მძაფრი განცდები. მათი გავლენის მადა სუსტდება. ნერვიული სტრესი, სასწავლო პროცესით გამოწვეული მღელვარება, ოჯახური პრობლემები, წესისამებრ, ბავშვის მადაზე აისახება;
    ფიზიკური აქტივობის შემცირება ან, ინდივიდუალური ტემპერამენტის გათვალისწინებით, ნაკლები მოძრაობა;
    წლის ცხელ პერიოდში წყლისა და სხვა სითხეების, ხილის, ნაყინის ჭარბი მიღება;
ავადმყოფობა, გადაღლა ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება.
გასათვალისწინებელია ბავშვის ბიორიტმიც. პატარა (ბუები) ცუდად ჭამენ საუზმეზე, მაგრამ მადიანად ვახშმობენ. ასეთი პატარებს პრობლემები უჩნდებათ სკოლის პერიოდში: როცა საუზმე მეტისმეტად მწირეა, გაკვეთილებზე შიმშილის გრძნობა იჩენს თავს, შესაძლოა, დაეცეს არტერიული წნევა, აღმოცენდეს თავისტკივილი.
არცერთ შემთხვევაში არარის რეკომენდირებული ძალდატანება. უმჯობესია ვკითხოთ ბავშვს, რომელი კერძი ურჩევნია, რას შეჭამს სიამოვნებით. დროებითი უმადობა არარის განგაშის საფუძველი –  მოზრდილებიც ხომ იცვლიან დრო და დრო ჩვეულ მენიუს.
– რატომ არ არის რეკომენდირებული ძალდატანება
    რასაკვირველია უფროსებს შესწევთ ძალა ბავშვებს ჭამა აიძულონ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ხელს შეუწყოს საკვებისამდი ნეგატიური დამოკიდებულობის ჩამოყალიბების და საბოლოოდ შესაძლოა ნერვულ აშლილობამდე და კვების დარღვევამდე მიგვიყვანოს.
ძალდატანებისას ბავშვი ვეღარ აკონტროლებს საკუთარი შეგრძნებებს და ჭამს არასიმაძღრის შეგრძნების აღმცენებამდე, რამდენად მანამდე, სანამ უფროსები კმაყოფილნი არ  დარჩებიან მისი ულოფით, მშობლების მზრუნველობას კი არიქვამს როგორც მისი პიროვნების კონტროლის, რაც აუცილებლად გამოიწვევს პროტესტსა და კონფლიქტს.
– რა ვიღონოთ, როდესაც ბავშვი  ჭამაზე უარს ამბობს?
   ბავშვის ორგანიზმი ისეა მოწყობილი რომ თავად განსაზღვრავს,  როდის და რამდენი ჭამოს. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფროსებმა ყურადღება არ მივაქციოთ ბავშვის მენიუს –  ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ პატარას ბალანსირებული კვება, შეუდგინოთ ყველა აუცილებელი კომპონენტის შემცველი რაციონი.
თუ ბავშვი სკოლის ბუფეტში ნაირ–ნაირ სასუსნავებს ყიდულობს, ალბათობაა იმისა რომ შინ დაბრუნებული მადიანად ისადილებს,  ძალიან მცირეა.  თუ სადილის შემდეგ მიირთვა სასუსნავი, რა საკვირველია, ეს ვახშამზე აისახება. ასე რომ არ მოხდეს, ნამცხვრები, კანფეტები, ჩიფსები იშვიათად  უნდა  გაჩნდეს ბავშვის მენიუში, ჯობს, მათი ადგილი ხილმა დაიკავოს. ხილის სწრაფად გადამუშავება, მოკლე ხნით იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ცომეული და ტკბილეული.
კვების პრობლემის მოგვარება გაცილებით ადვილია შედარებით მოზრდილ ბავშვებთან. 7–9 წლისანი სათანადოდ ვერ აფასებენ სასარგებლო პროდუქტებს. მათ სულაც არ მოსწონთ ისპანახი, ყაბაყი, საქონლის ღვიძლი თუ კვერცხის გული. უფროსები იძულებულნი არიან ანგარიში გაუსწორონ პატარების გემოვნებას და შეცვალონ მენიუ – ღვიძლისაგან მოამზადონ პაშტეტი, ყაბაყისა და კომბოსტოსაგან –  ოლადები, თევზისგან –  კატლეტები.
ვითარება რთულდება როცა ბავშვი ბიორიტმით ბუების კატეგორიას ეკუთვნის. მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა გვიან “იღვიძებს” და დილით, საუზმობის დროს ბავშვს მადა საერთოდ არ აქვს. ამ შემთხვევაში მას შეიძლება შევთავაზოთ იოგურტი ან ჯემიანი პური.
პატარები ხშირად ამბობენ უარს ფაფაზე. არც ესაა გასაკვირი, მეტადრე –  თუ ყოველდილა–საღამოს ვაჭმევთ. ისღა დაგვრჩენია, მეტი ფანტაზია გამოვიჩინოთ.
როცა ბავშვი მთელი დღე არაფერს ჭამს, ეს საკმაო საფუძველია დასაფიქრებლად და შესაძლოა ექიმთან მისასვლელადაც კი. საბედნიეროდ “არაფერს ჭამს” უმეტესად არარეალობა, არამედ უფროსების აღქმა. როცა ესეთი ბავშვების დღიურ რაციონს განვიხილავთ აღმოჩნდება რომ მათ მიერ მიღებული კალორიების რაოდენობა აღემატება კიდეც ნორმას. ნამცხვარი, კანფეტი, ფუნთუშა, წვენი თუ ლიმონათი –  ეს ყველაფერი ენერგიის წყაროა.
– რატომ არ ითხოვს ბავშვები ჭამას?
ხშირად ბავშვი ისეა გატაცებული რაიმე საქმიანობით, რომ სულ მთლად ავიწყდება ჭამა. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა პატარა  გურმანმა იცის რომ დღეს სადილად მისი საყვარელი კერძი არ აქვს და თავს არიდებს ჭამას.
– ინდივიდუალური თავისებურებანი
ზოგი ბავშვი საკვების მიმართ ინდიფერენტულია. უმეტესად ასეთები არიან გამხდარი, ძვალწვრილი, ფერმკრთალი პატარები. საკვებისადმი ამგვარი დამოკიდებულება მათი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებაა. უფროსების მცდელობების მიუხედავად, ისინი კი არ ჭამენ, არამედ “კენკავენ”. ნერვიულობა არ არის საჭირო, მთავარია თვალი ადევნოთ, რომ პატარამ საკმარისად მიიღოს ვიტამინები და მიკროელემენტები.