ქუთაისი, მუსხელიშვილის N1ა | ტელ: (+995) 0431-29-54-81

რომელი ზეთი გამოვიყენოთ ბავშვთა კვებაში?

ზეთი პატარების რაციონის აუცილებელი კომპონენტია. ზეთი უმთავრესად ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების უხვი შემცველობით ფასობს, ეს მჟავები აუცილებელია ადამიანის უჯრედებისათვის, რადგან აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. გარდა ამისა მცენარეული ცხიმი E ვიტამინის ძირითადი წყაროა, ეს უკანასკნელი კი მეტად სასარგებლოა პატარებისათვის, მისი წყალობით ბავშვის კანი ელასტიური და ჯანსაღი ხდება, განსაკუთრებით სასარგებლოა არარაფინირებული ზეთი, ის მდიდარია ფოსფოლიპიდებით, რომლებიც ხელს უწყობს ვიტამინებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების ათვისებას.
ზეთი საუკეთესო ნაღველმდენი საშუალებაა გარდა ამისა გამოირჩევა საფაღარათო მოქმედებით და ამდენად პირდაპირ ნაჩვენებია იმ ბავშვებისთვის რომელთაც კუჭის მოქმედება უჭირს უმჯობესია უმთავრესად ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ – ის ნაკლებად ალერგიულია და რაც მთავარია სრულად აითვისება სიმინდისა და მზესუმზირა ზეთისაგან განსხვავებით.
ზეთის მოკლე დახასიათება
მზესუმზირას ზეთი – ყველაზე ფართოდაა გავრცელებული და ნებისმიერი ოჯახის სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, უხვად შეიცავს E ვიტამინსა და ცხიმოვან მჟავებს (ომეგა – 6) ცალკეულ კომპონენტთა შემცველობის გამო ბავშვებში ზოგჯერ ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
ზეითუნის ზეთი – აითვისება ასი პროცენტით, ერთადერთი ზეთია რომელსაც სრულფასოვნად და ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ზეითუნის ზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლისთვის, გულის მუშაობისა და გამომყოფი სისტემის ფუნქციონირებისთვის. პატარებისთვის რეკომენდირებულია ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი.
სელის ზეთი  – სელის თესლისაგან მიიღება და ომეგა 3 ტიპის ცხიმოვანი მჟავების წყაროა. ამ ზეთს კარგად გამოხატული საფაღარათო მოქმედება აქვს აძლიერებს იმუნიტეტს და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ბავშვის კანზე, სელის ზეთით რეკომენდირებულია სალათების შეზავება, კარგია ფაფებში დამატებაც. ოღონ აუცილებლად მომზადების შემდეგ.
 რჩევები:
ბავშვის საკვებად უმჯობესია რაფინირებული ზეთი გამოიყენოთ – ისინი გაწმენდილია თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისა და საღებავებისგან. შესაბამისად ჰიპოალერგიულია და აქედან გამომდინარე ბავშვის რაციონში 5-6 თვის ასაკიდან შეიძლება ჩართოთ. ზეთი ბავშვისთვის განკუთვნილ ზეთს მომზადების შემდეგ უნდა მოასხათ.