ქუთაისი, მუსხელიშვილის N1ა | ტელ: (+995) 0431-29-54-81

ყურადღება! ტკბილეულობის მოყვარული პატარები

ტკბილეულობის მოყვარული პატარები აგრესიულები იზრდებიან.
ბავშვები, რომლებიც ბევრ ტკბილეულს ჭამენ მოწიფულ ასაკში სხვებზე უფრო აგრესიულები ხდებიან. კარდიფის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ფსიქიატრებმა 1970 წელს დაბადებული 17,5 ათასი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს კავშირში ტკბილეულის სიყვარულისა და აგრესიულობას შორის. აღმოჩნდა რომ ბავშვები, რომლებიც 10 წლის ასაკში ბევრ ტკბილეულს მიირთმევდნენ, 34 წლის ასაკში გაცილებით ხშირად ამჟრავნებდნენ აგრესიის ნიშნებს.
მეცნიერთა აზრით, როცა ბავშვს ტკბილეულის ჭამას არ უკრძალავენ მას ეკარგება მოთმინების, ლოდინის უნარი, რაც ასაკთან ერთად ხასიათის თვისებად ექცევა, თავშეუკავებლობად უყალიბდება და აგრესიით ვლინდება.