ქუთაისი, მუსხელიშვილის N1ა | ტელ: (+995) 0431-29-54-81

შეიძლება თუარა ბავშვმა იმარხულოს?

შეიძლება თუარა ბავშვმა იმარხულოს? ეს კითხვა ხშირად ისმის და არც თუ უსაფუძვლოდ, რადგან ბავშვების მარხვისას გასათვალისწინებელია ასაკი, ზრდა, განვითარების თავისებურებანი და სხვა გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.
ადრეული ასაკიდან შეიძლება თუარა მარხვა?
ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი “კი” და “არა” თუმცა ორივე მოსაზრების შემთხვევაში არსი მარხვისა არ უნდა დავივიწყოთ –  მარხვა ეს მხოლოდ გარკვეული პროდუქტების აკრძალვა არ არის, ის მოიცავს სულიერ მარხვას უარყოფითი ემოციების მართვას გარკვეული ქმედებებისაგან თავის შეკავებას, ყოველივე ეს კი მოძღვრის ლოცვა კურთხევით უნდა ხდებოდეს, არავითარ შემთხვევაში მშობლების სურვილით და კარნახით, ძალდატანებით და დაშინებით, რაც სამწუხაროდ ძალზედ ხშირია. მარხვა უნდა იყოს ადამიანის გააზრებული არჩევანი.
რას ნიშნავს ეს?
აბზაცი წარმოვიდგინოთ ხელმოკლე ოჯახი რომელსაც არ აქვს საშუალება ხორცით თევზითა და რძის პროდუქტებით იკვებოს  მეორე შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო თავისივე სურვილით უარყოს ცხოველური საკვები, ყოველგვარი რელიგიური მოსაზრების გარეშე მარხვა კი სულიერების გარეშე წარმოუდგენელია, მარხვა დიეტა არ არის.
წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა: ვინც მხოლოდ საკვების შეზღუდვით შემოიფარგლება მარხვის დროს, ის აკნინებს მას ჩვენ უნდა ვიმარხულოთ მთელი სხეულით არა მხოლოდ კუჭით არამედ თვალით, ყურით ხელითა და ფეხით, ამით ყველაფერია ნათქვამი.
რა ასაკიდან შეიზლება დაიწყოს მარხვა ბავშვმა?
ეს მშობელზეა დამოკიდებული მან თანდათანობით უნდა შეამზადოს ბავშვის გონება ამ მოვლენისათვის, ბავშვი უნდა ესწრებოდეს წირვა-ლოცვას, ჰქონდეს ეკლესიაში ქცევის ელემენტალური ჩვევები მაინც.
თუ ის ვერ აცნობიერებს მარხვის არსს, არ იცის ვინ არის იესო ქრისტე მაშინ არ ღირს ბავშვის “წვალება” მოიცადეთ კიდევ ერთი წელი იმუშავეთ მასთან, შეიყვანეთ საკვირაო სკოლაში და თავად მოისურვებს მარხვას თანატოლების მსგავსად.
როგორ ვამარხულოთ ბავშვი?
შევთანხმდეთ რომ ჯანმრთელ ბავშვზე ვსაუბრობთ, ასევე თუ ოჯახში ზოგიერთი წევრი მარხულობს და ზოგი არა, ბავშვს კარგად უნდა განვუმარტოთ რატომ მიირთმევენ დანარჩენები მისთვის აკრძალულ ხორცსა და კვერცხს, მხიარულობენ, დროს ატარებენ, გვიანობამდე უყურებენ ტელევიზორს, არაფერში იზღუდებიან.
როცა ყველა სადაო საკითხი მოგვარდება და ბავშვთან ერთად გადაწყვეტ მარხვას შემდეგ უნდა გადაიჭრას არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი –  როგორი ფორმით უნდა იმარხულოთ? /აბზაცი არსებობს ორი გზა
1- რეალური, ნამდვილი მარხვა, და საერთო მაგიდა ყველა მომარხულე წევრისთვის.
2- არასრული მარხვა, მაგალითად ხორცის შეძღუდვა და მოძღვრის კურთხევით რძის პროდუქტების მიღება.
გონივრული იქნება თუ ბავშვს გარკვეულ შეზღუდვას მის მარხვამდე რამდენიმე წლით ადრე დავუწესებთ: დიდ მარხვაში არ მისცეთ შოკოლადი, ტორტი, აყურებინეთ მხოლოდ ერთ მულტფილმს და ა.შ. ეს შეგიძლიათ თქვენ თითონ მოიფიქროთ და თან აუხსნათ თუ რატომ უზღუდავთ გარკვეულ ქცევებს. ასე თანდათან გააცნობიერებს, რომ მარხვა დიეტა არ არის, მარხვის დაწყებამდე კი –  კურთხევა ითხოვეთ მოძღვრისგან.
რა მოვუმზადოთ მარხვისას ბავშვს?
ყოველ კერძს დაარქვით სახელი ეს უფრო მიმზიდველს გახდის ბავშვისთვის საკვებს.