ქუთაისი, მუსხელიშვილის N1ა | ტელ: (+995) 0431-29-54-81

განიცდის თუ არა ცვლილებებს რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ნუსხები?

მედიკამენტების ნუსხები არ არის მუდმივი (სტატიკური) და პერიოდულად ექვემდებარება გადამოწმებას, რომლის შედეგადაც, გვერდითი ეფექტების შესახებ დაგროვილი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებებიდან გამომდინარე შესაძლებელია სამკურნალო საშუალებების გადატან ერთიდან მეორე ჯგუფში. მაგალთად:

>> კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის სამკურნალო პრეპარატები (რანიტიდი, ომეპრაზოლი, ფამოტიდინი, ესომეპრაზოლი და სხვა) მე-2 ჯგუფიდან ამჟამად გადატანილია მე-3 ჯგუფში

>> კეტოკონაზოლის (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება) სერიოზული გვერდითი (არასასურველი) ეფექტების გამოვლენის გამო მისი გარეგანი ფორმები მე-3 ჯგუფიდან (ურეცეპტო) გადატანილი იქნა რეცეპტით გასაცემთა ნუსხაში (მე-2 ჯგუფში), შიგნით მისაღები (ტაბლეტები, კაფსულები) ფორმები კი საერთოდ ამოჭებულია მიმოქცევიდან.