ქუთაისი, მუსხელიშვილის N1ა | ტელ: (+995) 0431-29-54-81

ტრავმატოლოგ–ორთოპედიული

ტრავმატოლოგ–ორთოპედი სპეციალისტია,რომლის ზედამხედველობა დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე აუცილებელია ბავშვთა და მოზარდთა ძვალ–სახსროვანი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის. 2 თვის ასაკში ორთოპედის კონსულტაცია და მენჯ–ბარძაყის სახსრის ექოსკოპიური გამოკვლევა აუცილებელია თანდაყოლილი დისპლაზიის და ამოვარდნილობის, ბრტყელტერფიანობის, კისრმრუდობის,ტერფმრუდობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. დაგიანებული დიაგნოსტიკა შეიძლება გახდეს მიზეზი ისეთი სამკურნალო მეთოდების გამოყენებებისთვის როგორიცაა : თასმებით მენჯ–ბარძაყის სახსრების კორექცია,განმზიდავი ჯოხის გამოყენება,თაბაშირით ან უფრო რთულ შემთხვევებში ოპერაციული მკურნალობის ჩატარება. ორთოპედ–ტრავმატოლოგის კონსულტაცია აუცილებელია მოზრდილ ბავშვებში რაქიტული ცვლილებების აღმოფხვრის და განსაკუთრებით სასკოლო ასაკში სკოლიოზის(ხერხემლის გამრუდება)პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

  • 1ექიმთან ვიზიტი = 30 ლარი
  • 2მენჯ–ბარძაყის სახსრის ექოსკოპია = 10 ლარი
  • 3მენჯ–ბარძაყის სახსრის რენდგენოგრაფია = 20 ლარი