ქუთაისი, მუსხელიშვილის N1ა | ტელ: (+995) 0431-29-54-81

პედიატრიული

0-18 წლამდე ასაკის ბავშვების და მოზარდების ზრდაგანვითარების, დაავადებისა მკურნალობის და პროფილაკტიკის სამსახურში დგანან ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიკაციური ექიმები.

მათ კვალიფიკაციაზე, ყურადღებიანობასა და გულისხმიერებაზე დიდადაა დამოკიდებული ახალშობილთა თანდაყოლილი დაავადებების,რაქიტის,ანემიის,ძვალსახსართა დაავადებების,ჰელმინტოზების და სხვა მრავალი პრობლემის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა, რაც ჯანსაღი და ლამაზი მომავალი თაობის აღზრდის გარანტიაა.

ფიზიკურად და გონებივად ჯანმრთელი თაობის აღზრდისათვის ასაკის შესაბამის და სრულწლოვან კვებას წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება,რაშიც სწორ მიმართულებას მშობელს აძლევენ ექიმი–პედიატრები.

ჩვენი კლინიკის ექიმები დაგეხმარებიან აგრეთვე ისეთი დოკუმენტაციის მოწესრიგებაში,როგორიცაა : საბავშვო ბაღების და სკოლების,სპორტ დაწესებულებების,სამსახურში მისაღები ცნობების,შრომის უუნარობის ფუნქციის (ე.წ. ბიულეტინი), ავადმყოფობის ცნობის გაცემა.

მრავალშვილიანი და უმწეოთა ოჯახების ბავშვებს ჩვენი კლინიკა ემსახურება უფასოდ.

ყოველ თვიურად სხვადასხვა კვების პროდუქციები საჩუქრად ურიგდება ჩვენს კლინიკაში აღრიცხვაზე მყოფ ბავშვებს.

აგრეთვე ჩვენთან კეთდება კომერციული ვაქცინები (გრიპის საწინააღმდეგო–იმუნიტეტის,სექსტა ვაქცინა–ჰეპატიტი B,ჰემოფილუს ინფლუენზა,დიფტერია,ტეტანუსი,ყივანახველა,პოლიომიელიტი)

  • 1ექიმებთან : ა. სამხარაძე, თ. მელაძე, ქ. შარაშენიძე პირველადი ვიზიტი = 20 ლარი
  • 2ქეიმ გ. გოქაძესთან პირველადი ვიზიტი = 30 ლარი
  • 3ექიმ ა. სამხარაძესთან კონსულტაცია = 10 ლარი
  • 4ექიმ თ. მელაძესთან კონსულტაცია = 10 ლარი
  • 5ექიმ ქ. შარაშენიძესთან კონსულტაცია = 15 ლარი
  • 6ექიმ გ. გოქაძესთან კონსულტაცია = 15 ლარი
  • 7ექიმის ვიზიტი ბინაზე = 30 ლარი