ქუთაისი, მუსხელიშვილის N1ა | ტელ: (+995) 0431-29-54-81

როგორ მოვიქცეთ ზოგიერთი გადაუდებელი შემთხვევისას, თუ არ გაგვაჩნია რეცეპტი?

ჩვეულებრივად, სსდ ბრიგადის გამოძახების გარდა, ზოგიერთი გადაუდებელი შემთხვევის დროს (მაგ.: ტკივილი გულის არეში, მაღალი წნევა, ალერგიული რეაქცია, ბრონქული ასთმის შეტევა და სხვა) შეგიზლიათ მიმართოთ უახლოეს აფთიაქს. ყველა აფთიაქს აქვს გადაუდებელი დახმარების მედიკამენტები, რომელთა გაცემა ნებადართულია ურეცეპტოდ გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით (კაპტოპრილი, სალბუტამოლი, დექსამეტაზონი, ნიფედიპინი, გლუკოზა, ინსულინი, ადრენალინი, დიმედროლი, პრედნიზოლონი, მეტოპროლოლი, ფუროსემიდი, ატროპინი, ნიტროგლიცერილი, კეტოროლაკი)